ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკ პომპეო უკრაინაში ჩავიდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკრაინაში ჩავიდა. ამერიკის პირველი დიპლომატი კიევში პრეზიდენტ ზელენსკის და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ამავე ვიზიტის განმავლობაში ის ბელორუსს, ყაზახეთს და უზბეკეთს ეწვევა.
სახელმწიფო მდივანი უკრაინაში შეხვედრებს 31 იანვარს გამართავს. ეს ვიზიტი აშშ-ის კონგრესში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო მოსმენებს ემთხვევა. დემოკრატი კონგრესმენები პრეზიდენტს ძალაუფლების გადაჭარბებაში სდებენ ბრალს და მის იმპიჩმენტს ითხოვენ. ძალაუფლების გადაჭარბების ბრალდებაში კონგრესი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა უკრაინის მთავრობას საკუთარი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის და მისი შვილის უკრაინულ კომპანიაში საქმიანობის გამოძიება სთხოვა. გამოძიების გამოცხადების დაწყების სანაცვლოდ კი, ისინი პრეზიდენტს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაყინვაში ადანაშაულებენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, პომპეოს "შეხვედრები უკრაინაში ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას გაუსვამს ხაზს."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG