ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეოს განცხადება სოჭში, რუსეთის ლიდერებთან შეხვდრამდე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსეთის ლიდერებს დღეს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოწადინებულია გააუმჯობესოს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები.

„იმედი მაქვს, ორივე ქვეყნის გულწრფელი მცდელობა, რასაც პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი უძღვებიან, გაამყარებს ჩვენს ურთიერთობას და მას დააბრუნებს ტრაექტორიაზე, რომელიც კარგი იქნება ჩვენი ქვეყნებისა და ხალხისთვის, და ასევე, მთელი მსოფლიოსთვის.

ასეთი განცხადება, პომპეომ სოჭში, პუტინთან და ლავროვთან შეხვედრამდე გააკეთა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი მოლოდინი „გულწრფელი საუბარი“ იყო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტრამპის ადმინისტრაციის ხედვა ირანთან დაძაბულობის გადასაწყვეტად. ლავროვის თქმით, ეს საკითხი აშშ-მ თვითნებურად წარმოქმნა.

XS
SM
MD
LG