ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციის შეცდომა


მეხიკოში აშშ-ს საელჩოს ავტომობილს ესროლეს

მექსიკელი სამხედროების განცხადებით, ფედერალურმა პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ამერიკის საელჩოს ავტომობილს, რის შედეგადაც ორი ამერიკელი დაიჭრა. მექსიკის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პოლიცია ეჭვმიტანილ დამნაშავეებს მისდევდა და შეცდომით ამერიკული საელჩოს ავტომობილს გაუხსნა ცეცხლი.

ამერიკელი მოქალაქები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამერიკის საელჩოს განცხადებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საელჩო დაჭრილთა ვინაობას არ აკონკრეტებს.
XS
SM
MD
LG