ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ერაყში


დასახლება -მოსულის- მახლობლად პოლიციის ოფისზე მომხდარ თავდასხმაში 9 პოლიციელი დაიღუპა

რაყის ჩრდილოეთით პოლიციის ოფისზე თავდასხმა განხორციელდა. დასახლება მოსულის მახლობლად მომხდარ შეტევაში 9 პოლიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა.

გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ თავდასხმებში 19 ადამიანი გარდაიცვალა. ერაყში ბოლო თვეების განმავლობაში ძალადობის ფაქტებმა განსაკუთრებით იმატა. სუნიტი უმცირესობა სულ უფრო და უფრო ხშირად გამოთქვამს პროტესტს და შიიტი უმრავლესობით მართული მთავრობის წინააღმდეგ მიტინგებს მართავს. რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებებს ერაყში მხოლოდ ივლისის თვეში, დაახლოებით 600 ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG