ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორი ინციდენტი ერაყში


თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებაში 25 ადამიანი დაიღუპა. სამხედრო დაჯგუფებებმა იერიში 2 ციხეზე მიიტანეს

ერაყში დღეს მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანი შეეწირა. თვითმკვლელმა ტერორისტმა იერიში მოსულის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მიიტანა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, დაღუპულებს შორის 22 ჯარისკაცი და 3 სამოქალაქო პირია. დაჭრილებს შორის რამდენიმე სერიოზულად დაშავებულიც არის. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.

ერაყის ოფიციალური წყაროები ასევე იუწყებიან, რომ დღეს უკანონო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა იერიში ორ სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე, აბუ ღრაიბის და ტაჯის ციხეებზე მიიტანეს. თავდამსხმელებმა ხელყუმბარები და მანქანის ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოიყენეს. შეტაკება აბუ ღრაიბის ციხესთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დროს სულ ცოტა 25 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG