ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაპიტოლიუმის პოლიციის სამი მაღაჩინოსანი თანამდებობას ტოვებს


პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერების მიერ, კაპიტოლიუმის შტურმის დროს მიღებული დაზიანებით, კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსი გარდაიცვალა.

კაპიტოლიუმის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიცერი ბრაიან სიკნიკი „მომიტინგეებთან ფიზიკური ჩართულობის“ დრო დაშავდა. ინციდენტის შემდეგ ის საკუტარი დივიიზიის ოფისში დაბრუნდა, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

განვითარებული მოვლენების შემდეგ, რომელმაც მთელი მსოფლიო და თავად ამაერიკა შოკში ჩააგდო, კაპიტოლიუმის პოლიციის სამი მაღალჩინოსანი გადადგა.

ჯამში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ, კაპიტოლიუმში შეჭრის შედეგად, რომელსაც თან ახლდა არეულობა, 5 ადამიანი დაიღუპა.

საკანონმდებლო ორგანოს დემოკრატი ლიდერები, პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე საუბრობენ. ნენსი პელოსი და ჩაკ შუმერი მოითხოვენ, იმისთვის, რომ პრეზიდენტმა ოფისი დატოვოს, კონსტიტუციის 25-ე შესწორება ამოქმედდეს. წარმომადგენეელთა პალატის სპიკერი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპმა „ამერიკელებს საშინელებათა სანახაობა, შოუ შესთავაზა“. ჩაკ შუმერი კი აცხადებს, რომ „ამბოხი აშშ-ის წინააღმდეგ, ოპრეზიდენტმა წაახალისა“ და ის თანამდებობაზე აღარ უნდა დარჩეს.

წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, ნენსი პელოსი აცხადებს, რომ პრეზიდენტის კაბინეტი კონსტიტუციის 25-ე შესწორების მიხედვით არ იმქომედებს, დონალ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი, დაჩაქრებული წესით, სესაძლოა კონგრესში დაიწყოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG