ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციამ მისურიში შეიარაღებული მამაკაცი დააკავა


ამერიკაში, პოლიციამ მაღაზიაში შესული შეიარაღებული მამაკაცი დააკავა. პოლიციის განცხადებით, მამაკაცს, რომელიც მაღაზია „უოლმარტში“ შევიდა, ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა და ჯავშანჟილეტი ეცვა. შემთხვევა მისურის შტატში მოხდა.

სპრინგფილდის პოლიციიის განცხადებით, მამაკაცის გამოჩენამ „პანიკა“ გამოიწვია მაღაზიაში, მაგრამ არავინ დაჭრილა და გასროლაც არ მომხდარა.

პოლიციის მოსვლამდე შეირაღებული მამაკაცის შეკავება ყოფილმა მეხანძრემ მოახერხა. ლეიტენანტმა მაიკ ლუკასმა, მედიასთან საუბარში თქვა, რომ მამაკაცს 100-ზე მეტი საბრძოლო იარაღი აღმოუჩინეს.

„ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ის შევიდა მაღაზიაში მძიმედ შეიარაღებული, ეცვა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და გამოიწვია დიდი პანიკა“-თქვა ლეიტენანტმა. „ მას ნამდვილად ჰქონდა ვინმესთვის ზიანის მიყენების საშუალება“, დაამატა მან მედიასთან საუბარში.

ამ ინცინდენტამდე რამდენიმე დღით ადრე მასობრივი სროლები მოხდა ელ-პასოსა და დეიტონში, სადაც სულ 23 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG