ვარსკვლავი, რომლის ირგვლივაც კეპლერ-186-ეფი ბრუნავს, ჩვენგან 500 სინათლის წლით არის დაშორებული. გრაფიკოსის მიერ შექმნილ გამოსახულებაზე კარგად ჩანს, რომ დაახლოებით დედამიწის ზომის პლანეტა ვასკვლავიდანაც ისეთ მანძილზეა, რომ იქ თხევადი წყალი უნდა იყოს. ეს კი ჩვენი წარმოდგენით, მასზე სიცოცხლის არსებობის აუცილებელი პირობაა. ნასას მეცნიერი ელისა კუინტანა მას დედამიწის ორეულად არ თვლის.
„უფრო დედამიწის ბიძაშვილია და არა ტყუპისცალი. პლანეტები ერთმანეთს კი გვანან, მაგრამ მათი მშობელი ვარსკვლავები ძლიერ განსხვავდებიან“ - აცხადებს მეცნიერი „სკაიპით“ ჩაწერილ ინტერვიუში.
მისი მზე ჩვენსაზე ბევრად პატარა და უფრო გრილია. თუმცა, ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ ასობით ანალოგთან შედარებით, ახალი პლანეტა დედამიწის პარამეტრებთან ყველაზე ახლოსაა. დანარჩენებში ზოგი ძალიან სქელი ატმოსფეროთია გარშემორტყმული, ზოგი კი მათ მზესთან იმდენად ახლოსაა, რომ სიცოცხლისთვის ძალიან ცხელია. ელისა კუინტანას აზრით, გასულ წელს აღმოჩენილი სიცოცხლის მატარებელი კანდიდატი ორი პლანეტა ვარსკვლავისგან სწორ მანძილზე ბრუნავს, მაგრამ დედამიწაზე ცოტა უფრო დიდია.
„პირველად ისტორიაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ზომით დედამიწისხელა პლანეტა, რომელიც ვარსკვლავისგანაც ოპტიმალურ მანძილზეა“ - აღნიშნავს ნასას მეცნიერი.
მართალია პირველი შემთხვევაა, მაგრამ ალბათ არა - უკანასკნელი, ამბობს სარა სიგერი, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი.
„ათეულობით წლის მანძილზე ვარკვევდით, რამდენი რამ აქვთ საერთო პლანეტებს, რომლებიც სიცოცხლის მატარებელი შეიძლება იყვნენ. ეს ჩვენთვის აღმაფრთოვანებელი და მასტიმულირებელი აღმოჩენაა“ - ამბობს მეცნიერი „სკაიპის“ მეშვეობით ჩაწერილ ინტერვიუში.
შემდეგი ნაბიჯი პლანეტების ატმოსფეროში სიცოცხლის ნიშნების ძიება იქნება, რასაც ბევრად უფრო დახვეწილი კოსმოსური ტელესკოპი დასჭირდება. კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის, ბენ ცუკერმანის თქმით, საბიუჯეტო შეკვეცები მისიის წარმატებას ეჭვის ქვეშ აყენებს. მასთან ინტერვიუ ჩვენ ასევე „სკაიპის“ მეშვეობით ჩავწერეთ.
„პრინციპში, ამას რამდენიმე ათეულ წელიწადში გავარკვევთ. მაგრამ უსახსრობის გამო, ეს პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება და მე ალბათ ვერ მოვესწრები“ - ამბობს ის.
ახალი თაობის ტელესკოპის კოსმოსში გაშვება, ელისა კუინტანას აზრით, უმნიშვნელოვანესია და ის საბოლოოდ დაადგენს, რომ ჩვენ სამყაროში მარტო არ ვართ.
„ალბათ ოპტიმისტი ვარ. მჯერა, რომ იქ სიცოცხლე არის. შეხედეთ, რა რაოდენობის ვარსკვლავია. ასობით მილიარდზეა საუბარი. ჩემი აზრით, იმის ალბათობა, რომ სიცოცხლე ერთ-ერთ მათგანზე მაინც არის, ძალიან მაღალია. თუმცა, ამაზე ყველას თავისი მოსაზრება აქვს“ - აცხადებს ნასას მეცნიერი.
ახალი ტელესკოპის გაშვებამდე კი არსებული სახსრებით შედარებით ახლომდებარე პლანეტების აღმოჩენა და შესწავლა გრძელდება.