ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„კურიოზითი“ მარსზე მოგზაურობას აგრძელებს


რუბრიკა "გალილეო" დედამიწიდან მარსზე გაგზავნილ მოხეტიალე რობოტზე მოგითხრობთ. „კურიოზითი“ წელიწადზე მეტია, რაც მარსის ზედაპირს სწავლობს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:54 0:00
ბმული
„კურიოზითი“ წელიწადზე მეტია მარსზე მოგზაურობს. „ნასა“ აცხადებს, რომ მოხეტიალე რობოტმა მარსის ზედაპირზე თითქმის 2 კილომეტრი გაიარა. ამასობაში მან რამდენიმე აღმოჩენა გააკეთა. იპოვა წყლის დამშრალი არხი და რამდენიმე სისველის შემცველი ხანის არსებობა დაადასტურა. პირველმა გაბურღა მარსის კლდე და გაარკვია, რომ ე.წ. წითელი პლანეტის ინტერიერი არა წითელი, არამედ ნაცრისფერია.

ნასას მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთ მთავარ კითხვას მათ უკვე უპასუხეს. კერძოდ: შესაძლებელი იყო თუ არა მარსზე როდესმე სიცოცხლის, თუნდაც მარტივი ფორმით, მიკროორგანიზმების სახით არსებობა?

დიახ! აცხადებს ჯიმ გრინი, ნასას სამეცნიერო მისიის პლანეტების დივიზიის დირექტორი: „წყლის დამშრალი არხიდან ამოღებულ ნიმუშში სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა ნივთიერება აღმოვაჩინეთ. წარსულში მარსზე სიცოცხლე შესაძლებელი იყო“.

მეცნიერი წყალბადს, ჟანგბადს და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს გულისხმობს. „კურიოზითზე“ 10 სამეცნიერო ინსტრუმენტია დამონტაჟებული, მათ შორის ლაბორატორიაც არის. „ნასას“ ცნობით, რობოტმა ლაზერით 75 ათასი გასროლა მოახდინა, რათა კლდეების და მიწის სტრუქტურა შეესწავლა. მოხეტიალე რობოტმა დედამიწაზე მეზობელი გიგანტური პლანეტის 70 ათასზე მეტი ფოტო გამოაგზავნა.

„კურიოზითის“ ექსპერიმენტული მისია საფუძველს უყრის ახალ კვლევას, რომელიც მომდევნო რობოტის გაგზავნას, 2020 წლისთვის გეგმავს. ჯიმ გრინის თქმით, „რაკი ვიცით, რომ პოტენციურად მარსზე სიცოცხლის ხელშემწყობი პირობები არსებობდა, ახლა უკვე უშუალოდ სიცოცხლის ნიშნების ძებნას დავიწყებთ. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თუ შევძელით, ეს ყველაფერს შეცვლის“.

„ნასას“ ადმინისტრატორი ჩარლზ ბოლდენი თვლის, რომ მარსი მზის სისტემაში ყველაზე დედამიწისმაგვარი პლანეტაა. „თუკი დედამიწის გარდა სიცოცხლე სადმე არსებობს, და მე მათ შორის ვარ, ვისაც ამის სჯერა, მარსი გახლავთ უახლოესი პლანეტა, რომელზეც სიცოცხლის ნიშნებს ვიპოვით“, აღნიშნავს ჩარლზ ბოლდენი.

ვიდრე „ნასა“ ახალ პროექტებს გეგმავს, „კურიოზითი“ 150 კილომეტრი სიგანის გეილის კრატერში გადავიდა და გეზი შარპის მთისკენ აიღო. რობოტი მარსის პიკზე მთის კალთებს შეისწავლის, რათა პლანეტის ევოლუციაზე მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG