ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში კატასტროფის მიზეზებს იკვლევენ


გამომძიებლები განიხილავენ ყველა შესაძლო მიზეზს, მათ შორის მფრინავის შეცდომას და ტექნიკურ გაუმართაობას

რუსი გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ სამგზავრო თვითმფრინავის დაღუპვის მიზეზი, რომელიც ქალაქ ყაზანში დაშვების მცდელობისას ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ორმოცდაათივე ადამიანი იმსხვერპლა.

რუსეთის ტელევიზიების მიერ ნაჩვენებ ვიდეომასალაში ჩანს თვითმფრინავის თითქმის ვერტიკალურად დაშვება, მიწაზე დანარცხება და აფეთქება.

გამომძიებლები ამბობენ, რომ ორივე „შავი ყუთი“ იპოვეს, რომლებიც იწერენ ფრენის მონაცემებს და ეკიპაჟის საუბრებს. მათ განაცხადეს, რომ განიხილავენ ყველა შესაძლო მიზეზს, მათ შორის მფრინავის შეცდომას და ტექნიკურ გაუმართაობას.

ასოშიეტედ პრესის ცნობით, შეერთებული შტატების სამთავრობო სააგენტოების: ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს და ავიაციის ფედერალური სააგენტოს ექსპერტები, თვითმფრინავის მწარმოებლის წარმომადგენლებთან ერთად რუსი გამომძიებლების დასახმარებლად გაემგზავრნენ.
XS
SM
MD
LG