ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს ირანის ბირთვული პრობლემის გადაჭრის იმედი აქვს


პრეზიდენტი პუტინი ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის ტელეფონით ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ათწლეულების მანძილზე პირველად „რეალური შანსი“ გაჩნდა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად.

კრემლის განცხადებით, პრეზიდენტი პუტინი ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის ტელეფონით ესაუბრა.

რუსეთი ექვსიდან ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ოთხშაბათს ჟენევაში ირანთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდს გამართავს.

პუტინთან საუბრის შემდეგ, პრეზიდენტმა როჰანიმ ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ წინა რაუნდზე მხარეები თითქმის შეთანხმდნენ, თუმცა „გამოიკვეთა სირთულე, რომელსაც შეთანხმების გადავადება მოჰყვა.“
XS
SM
MD
LG