ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავიაკატასტროფის ხელახალი გამოძიება


1996 წელს ავიალაინერი ბოინგი 747 ნიუ იორკიდან აფრენისთანავე ჩამოვარდა

ექვსი ყოფილი გამომძიებელი მოითხოვს შეერთებული შტატების მთავრობისგან დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება, რომელიც 1996 წლის რეისი 800-ის კატასტროფას ეხება.

ტრანს-ვერლდ ეარლაინსის ავიალაინერი ბოინგი 747 ნიუ იორკიდან აფრენისთანავე ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 230 ადამიანი ადგილზევე დაიღუპა.


გამომძიებლებმა ეროვნული ტრანსპორტირების უსაფრთხოების საბჭოს პეტიცია გადაუგზავნეს. ისინი აცხადებენ, რომ რადარის და გამოძჲების თანახმად, კატასტროფა თვითმფრინავზე მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია. ოფიციალური ვერსიით ავარიის მიზეზი, ბენზინის ავზში მოკლე ჩართვა გახდა.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ თვითმფრინავშჲ აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე ელვისმაგვარი აფეთქება მოხდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავს რაკეტა ესროლეს.
XS
SM
MD
LG