ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში მუსიკალურ კონვერტებს გამოუშვებენ


მუსიკალური მარკები პირველად შეერთებულ შტატებში გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა

წელს შეერთებული შტატების ფოსტამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში მუსიკალურ საფოსტო მარკებს გამოუშვებს.

პირველი მარკა გასული საუკუნის 70-იან წლების პოპულარულ ამერიკელ მუსიკოსს ლიდია მენდოზას ეძღვნება . მარკაზე მენდოზა გიტარით ხელშია გამოსახული.

მეორე მარკას ამერიკის ქანთრის ვარსკვლავის ჯონი ქეშის ფოტო დაამშვენებს. მომღერლის ფოტოზე მისი მუსიკალური ალბომის ყდაა გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების საფოსტო მომსახურებამ მუსიკალური მარკები გასული საუკუნის 90-იან წლებშიც გამოსცა. მაშინ მარკების სერია ელვის პრესლის, ლეგენდარულ ლათინო-ამერიკელ მუსიკოსებს და ჯაზის და ბლუზის ვარსკვლავებს მიეძღვნა.

XS
SM
MD
LG