ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინებში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა


ტაკლობანის აეროპორტი გაიხსნა, მაგრამ ის მხოლოდ სამხედრო რეისებს ემსახურება

ფილიპინებისთვის დახმარების მასშტაბი იზრდება, თუმცა ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. უკვე 5 დღეა ფილიპინელთა ნაწილი თავშესაფრის, მინიმალური საკვების და სასმელი წყლის გარეშე იმყოფება.


მანილაში მყოფი ამერიკის ხმის კორესპონდენტი, სტივ ჰერმანი იუწყება, რომ მართალია ტაკლობანის აეროპორტი გაიხსნა, მაგრამ ის მხოლოდ სამხედრო რეისებს ემსახურება. სიტუაცია ჯერ კიდევ რთულია და ქვეყანას ბევრად უფრო დიდი მასშტაბის დახმარება ესაჭიროება. გაერო საერთაშორისო დონორებს ტაიფუნის შემდეგ მოსახლეობის გადარჩენილი ნაწილისთვის 301 მილიონის ფონდის შეგროვებას სთხოვს.
XS
SM
MD
LG