ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინებში მაშველები აქტიურდებიან


დამანგრეველმა ციკლონმა ჰაიანმა შედარებით ნაკლები ძალით ვიეტნამში გადაინაცვლა

ფილიპინების საგანგებო სამსახურები ტაიფუნით დაზარალებულ რეგიონებში შესვლას ცდილობენ. ინფრასტრუქტურის მასობრივი დაზიანების გამო სამაშველო სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო. რამდენიმე ქალაქი დაიტბორა და ამ დროისათვის, დაღუპულად 10 ათასი ადამიანი გამოცხადდა. ტაიფუნმა სახელწოდებით ჰაიანი დღეს სიმძლავრე შედარებით დაკარგა. ვიეტნამის ჩრდილოეთით მდებარე სანაპიროზე მას უკვე ტროპიკული შტორმის კვალიფიკაცია მიეცა.

შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებთან ერთად ფილიპინებში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის. პირველი რეისი სამხედრო შემადგენლობით და აუცილებელი დახმარებით მანილადან ტაკლობანში გაფრინდა. ტაკლობანი 4-მეტრიანმა ტალღამ დაფარა და მთელი პროვინცია კომუნიკაციის გარეშე დატოვა.
XS
SM
MD
LG