ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პიტერ ოტული თავს ანებებს კინოსა და თეატრს


 Actor Peter O'Toole attending the world premiere of the second season of Showtime's "The Tudors",in New York March 19, 2008.
Actor Peter O'Toole attending the world premiere of the second season of Showtime's "The Tudors",in New York March 19, 2008.

დროს ის ახლა მემუარების მესამე ტომეულის წერას დაუთმობს

თეატრისა და კინოს გამოჩენილმა ბრიტანელმა მსახიობმა პიტერ ოტულმა 50 წლიანი თავბრუდამხვევი კარიერის შემდეგ პენსიაში გასვლის შესახებ განაცხადა.

79 წლის მსახიობმა მადლიერება გამოხატა იმ პროფესიის მიმართ, რომელმაც მას უზომო ემოცია, საზოგადოების სიყვარული და მატერიალური კომფორტი მოუტანა.

პიტერ ოტულის მონაწილეობით ახლახანს გამოვიდა ახალი ფილმი " კრისტიადას ნამდვილი ისტორია". ასევე, მსახიობმა კიდევ ორ ფილმზე დაამთავრა მუშაობა, რომელთა პრემიერებიც 2013 წელს შედგება.
როგორც თავად მსახიობმა აღნიშნა, მთელს დროს ის ახლა მემუარების მესამე ტომეულის წერას დაუთმობს.

პიტერ ოტული 8 ჯერ იყო წარდგენილი ოსკარის პრემიაზე, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოიგო პრესტიჟული ჯილდო. საპატიო ოსკარი კინოვარსკვლავს 2003 წელს კინოში შეტენილი წვლილისთვის აქვს მინიჭებული.
XS
SM
MD
LG