ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოკლულია პენტაგონის პოლიციის ოფიცერი და თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი


თანდათან ცნობილი ხდება პენტაგონის სატრანზიტო პუნქტში გუშინ მომხდარი ინციდენტის დეტალები. სამშაბათს, ვაშინგტონის მიმდებარე ვირჯინიის შტატის ქ. არლინგტონში, პენტაგონის მეტროს გაჩერებასთან სადაც შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მთავარი ოფისებია, სროლის ხმა ისმოდა. მისასვლელები პოლიციის მიერ რამდენიმე საათის მანძილზე გადაკეტილი იყო, მეტროს და ავტობუსების გაჩერება კი - დროებით გაუქმებული.

ვირჯინიის სენატორის მარკ უორნერის თქმით, მოკლულია პენტაგონის პოლიციის ოფიცერი. სენატორმა "როიტერს" უთხრა, რომ პოლიციელის გარდაცვალების ამბავმა ის ძლიერ დაამწუხრა. "ასოშეითიდ პრესი" ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით კი იუწყება, რომ ოფიცერს უცნობი ადამიანი დანით დაესხა თავს და დაჭრა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილს პოლიციელმა ესროლა და ის ადგილზევე გარდაიცვალა.

პენტაგონის პოლიციის ხელმძღვანელმა სამშაბათის პრესკონფერენციაზე მხოლოდ ის თქვა, რომ მეტროს ავტობუსის გაჩერებაზე პენტაგონის პოლიციელს თავს დაესხნენ, ადგილი ჰქონდა სროლებს და არიან დაშავებულები. მომხდარს გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG