ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრ სახლსა და პენტაგონზე რიცინით თავდასხმის მცდელობა გამოვლინდა


გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, თუ ვინ გაგზავნა ტოქსიკური ნივთერება რიცინი თეთრ სახლსა და პენტაგონში. ერთ-ერთი კონვერტის ადრესატი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო.

ამერიკის საიდუმლო სამსახური, რომელსაც პრეზიდენტის დაცვა ევალება, აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის გაგზანილი კონვერტი თეთრ სხლამდე არ მისულა.

თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ პენტაგონში გაგზავნილი ორი კონვერტიდან ერთი თავდაცვის მდივნის ჯიმ მატისის სახელზე იყო გაგზავნილი, მეორე კი საზღვაო ოპერაციების მეთაურის ადმირალ ჯონ რიჩარდსონის სახელზე. ორივე კონვერტში რიცინი იქნა აღმოჩენილი.

პენტაგონის დაცვის სააგენტომ საეჭვო ნივთიერება ფოსტის შესამოწმებელ ნაგებობაში გამოავლინა, რის შედეგადაც რიცინით დაბინძურებული კონვერტები პენტაგონის შენობაში არ შესულა.

რიცინი მომწამლავი ნივთიერებაა, რომელიც ბუნებრივად მოიპოვება აბუსალათნის თესლში. მისი გადამუშავებული ფორმა უკიდურესად ტოქსიკურია და შესუნთქვის ან ჩაყლაპვის შემთხვევაში ადამიანის სიკვდილს 48 საათში იწვევს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების ცნობით, რიცინის საწინააღმდეგო შრატი არ არსებობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG