ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონმა სამოქალაქო მსხვერპლის ანგარიში შეასწორა


დღეს პენტაგონმა გამოაცხადა, რომ ერაყში და სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“-ს წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად, გასულ ივლისში ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.

ამერიკის ცენტრალური სარდლობის ანგარიშიმა ორი კვირის წინ გაკეთებული განცხადება შეასწორა, რომლის მიხედვითაც 2015 წელს, ორი თვის განმავლობაში, საჰაერო იერიშების შედეგად რვა სამოქალაქო პირი დაიღუპა და სამი დაიჭრა.

დამოუკიდებელი ორგანიზაცია „airwars.org“, რომელიც სამოქალაქო მსხვერპლს აკვირდება, აცხადებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა სინამდვილეში 14-დან 21-მდე იყო.

XS
SM
MD
LG