ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიცე-პრეზიდენტი პენსი: ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესდება


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა დღეს თქვა, რომ მალე შეერთებული შტატები, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ „ყველაზე ძლიერ და ყველაზე აგრესიულ“ ეკონომიკურ სანქციებს გამოაცხადებს.

იაპონიის პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საუბრისას, პენსმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეაზე შეერთებული შტატების წნეხი გაგრძელდება მანამდე, სანამ ის „ ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს ერთხელ და სამუდამოდ არ შეწყვეტს“.

ვიცე-პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ სანქციები რომელ სექტორებს მოიცავს ან როდის გამოცხადდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG