ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 8 ჩრდილოეთ კორეული ბანკის, ისევე როგორც საბანკო სექტორის 26 ოფიციალური პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

დეპარტამენტის პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ეს ქმედება შეაფერხებს ფხენიანის მიერ საერთაშორისო საფინანსო სისტემის გამოყენებას მისი ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის და მასობრივი განადგურების იარაღის განვითარების მიზნით და უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამერიკის სტრატეგიას ჩრდილოეთ კორეის იზოლაციის მიმართულებით.

აღნიშნული ბანკირები ჩინეთში, რუსეთში, ლიბიასა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ცხოვრობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG