17 თვიანი ინტერვალის შემდეგ, ისრელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ოფიციალურად დიწყო. ამის შესახებ განაცხადება პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენელმა - საებ ერეკატმა დღეს გააკეთა.
არაპირდაპირი მოლაპარაკების შუამავალი აშშ-ის საგანგებო ელჩი ჯორჯ მიტჩელი იქნება. ამ მოლაპარაკების საწარმოებლად მას რამალასა და იერუსალიმს შორის მოუწევს გადაადგილება. უკანასკნელი დღეების განმავლობაში მიტჩელს უკვე რამდენჯერმე მოუწია აბასსთან და ნათანიაჰუსთან შეხვედრა.
თავის მხრივ ბენიამინ ნათანიაჰუ პირდაპირი მოლაპარაკებების მომხრეა. მისი განცხადებით, მშვიდობის დამყარება სხვაგვარად შეუძლებელია , მაჰმუდ აბასი კი პირდაპირ მოლაპარაკებებზე არ თანხმდება მანამდე, ვიდრე ისრაელი არ შეწყვიტავს უკანონო მშენებლობას აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
შეგახსენებთ, რომ ეს მიწები იერუსალიმს ოკუპირებული აქვს 1967 წლის ომის შემდეგ.