ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლ საიმონმა ახალი კომპაქტ დისკი გამოუშვა


პოლ საიმონმა ახალი კომპაქტ დისკი გამოუშვა

პოპის ლეგენდამ პოლ საიმონმა 5 წლიანი ინტერვალის შემდეგ პიველი კრებული გამოსცა. დისკი „ so beautiful or so what” მუსიკოსმა სხვადასხვა მუსიკალური სტილის სინთეზით შექმნა.

კრებული ფოლკის, ბლუზის, აფროპოპის, ინდური ჰანგებისა და ბლუგრასის მიმდინარეობის მუსიკალური კომპოზიციებითაა მდიდარი. ამ დისკის შექმნაში მას ცნობილი პროდუსერი, ფილ რამონი ეხმარებოდა, რომელმაც თავისი 20 წლიანი კარიერის მანძილზე დისკს საუკეთესო ნაშრომი უწოდა. ამ შეფასებას ეთანხმება ჟურნალი "როლინგ სტონიც", ხოლო ელვის კასტელომ მას პოლ საიმონის ერთ-ერთი დიდი მიღწევა უწოდა.

პირვლად თავის კარიერაში პოლ საიმონმა გააერთიანა რამდენიმე მუსიკალური მიმდინარეობა, გოლდენ გეითის კვარტეტის, სონი ტერის ჰარმონიკაზე შესრულება და 1941 წელს ჩაწერილი პასტორ გეიტსის მესის ნაწყვეტები.

ახალი კრებულის მხარდასაჭერად და მისი რეკლამირებისთვის პოლ საიმონი რამდენიმე კონცერტს გამართავს. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. შეერთებული შტატების მასშტაბით ის სახვადასხვა პატარა კლუბშიც იმღერებს. პოლ საიმონი მალე ახალ კრებულზეც დაიწყებს მუშაობას. ამჯერად კომპაქტ დისკზე მასთან ერტად მისი მეუღლე მომღერალი და კომპოზიტორი ედი ბრიკელი მიიღებს მონაწილეობას. მუსიკოსი იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში შედგება დუეტი მის ერთ-ერთ განუყრელ პარტნიორთან არტ გარფანკელთან. სავარაუდოდ კრებული წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს.

XS
SM
MD
LG