ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაიანი რესპუბლიკელებს ულტიმატუმს სთავაზობს


ამერიკის კონგრესმენი პოლ რაიანი აცხადებს, რომ მზადაა კონგრესის სპიკერის თანამდებობაზე კენჭი იყაროს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ პოლიტიკურად დანაწევრებული რესპუბლიკური პარტიის ყველა ჯგუფის მხარდაჭერა ექნება.

გუშინ კაპიტოლიუმში რესპუბლიკელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ რაიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კოლეგებს საკუთარი მოთხოვნების სიაზე გადაწყვეტილების მისაღებად ვადას პარასკევამდე აძლევს.

წარმომადგენელთა პალატის ახლანდელმა სპიკერმა ჯონ ბეინერმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება სექტემბერში მიიღო.

XS
SM
MD
LG