ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დედამიწის პატივისცემის საათი


ეიფელის კოშკი, „ემფაიარ სთეითი“, ჰიროშიმას მშვიდობის მემორიალი, ბუკინგემის სასახლე და სხვა ცნობილი ნაგებობები ერთი საათით დაბნელდა

შაბათს ღამით მსოფლიოს მრავალი ღირშესანიშნაობა დაბნელდა. მათ შორის იყო პარიზის ეიფელის კოშკი, ნიუ იორკის „ემფაიარ სთეითი“, იაპონიის ჰიროშიმას მშვიდობის მემორიალი, დიდი ბრიტანეთის ბუკინგემის სასახლე და მრავალი სხვა. მსოფლიოს დედაქალაქებმა ე.წ. „დედამიწის საათი“ აღნიშნეს.

ღონისძიებას, რომელიც ორგანიზაცია „დედამიწის ველური გარემოს ფონდის“ ინიციატივით ჩატარდა, საფუძველი 2007 წელს ავსტრალიაში, სიდნეიში ჩაეყარა. მისი მიზანი კლიმატურ ცვლილებებზე საზოგადოების მეტი ყურადღების მიქცევა გახდა. ცნობილ ღირსშესანიშნაობებს ინდივიდუალური სახლებიც შეუერთდნენ. 150 ქვეყანაში ასობით მილიონმა ოჯახმა სახლში შუქი გამორთო და ამით ერთგვარად პლანეტის მიმართ საკუთარი პატივისცემა დააფიქსირა.
XS
SM
MD
LG