ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზის შეხვედრის მონაწილეები უკრაინაში დამკვირვებლების ჩაყენებას ითხოვენ


5 მარტი, 2014
ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, და უკრაინა მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდებენ, აცხადებენ რა, რომ ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია ყირიმში მიმდინარე კონფლიქტის მოსაგვარებლად.
სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთობლივი განცხადება პარიზში, დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც ასევე პარიხში იყო ბუდაპეშტის შეხვედრის ჯგუფის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, არ დასწრებია ბრიტანელ, ამერიკელ და უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრას. ბუდაპეშტის მემორანდუმი 1994 წელს გაფორმდა და ხელმომწერები-ამერიკა, დიდი ბრიტანეტი, რუსეი და უკრაინა თანხმდებიან რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავენ.

ამერიკელი, ბრიტანელი და უკრაინელი საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ, დღეს პარიზში გაკეთებულ განცხადებაში კეთდება მოწოდებები აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში რუსეთის საზღვრის გასწვრივ საერთაშორისო მონიტორების განლაგებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG