ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აპრილში უკრაინას გაზი გაუძვირდება


რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, მოსკოვი კიევის წინააღმდეგ ეკონომიკურ ზეწოლას ზრდის.

რუსული ენერგო გიგანტი „გაზპრომი“ აცხადებს, რომ აპრილში შეწყვეტს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც უკრაინა რუსულ გაზზე 33 პროცენტიან ფასდაკლებას იღებდა. ამის მიზეზად კომპანია უკრაინის ვალს ასახელებს, რომელიც დღემდე 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, გაზის ფასის გაზრდას „არაფერი აქვს საერთო“ ყირმის ნახევარკუნძულზე მიმდინარე მოვლენებთან.

გაზპრომმა უკრაინას 3 მილიარდის სესხი შესთავაზა ვალის დასაფარად, რომელზეც უკრაინამ უარი განაცხადა.
XS
SM
MD
LG