ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტი პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან


საფრანგეთის კონტრტერორიზმის ოფისმა დღეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან მომხდარ საქმეზე გამოძიება დაიწყო. ტურისტთა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თავშეყრის ადგილზე სამართალდამცავებმა დაჭრეს ადამიანი, რომელიც პოლიციელს თავს ჩაქუჩით დაესხა.

პოლიციელთა კავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სედრიკ მიშელმა თქვა, რომ იერიში პოლიციელზე მაშინ მოხდა, როცა ის ტაძრის წინ პატრულირებდა. პრეფექტურის განცხადებით, გამოძიება გაარკვევს, მარტო მოქმედებდა თუ არა თავდამსხმელი, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG