ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზის თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია


პოლიცია ლუვრის მუზეუმის წინ. პარიზი, საფრანგეთი, 21 აპრილი, 2017 წ.

გუშინ პარიზში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებული ბელგიელი მამაკაცი ანტვერპენში პოლიციას ჩაბარდა.

ბელგიის პროკურატურის ცნობით, “მამაკაცი პოლიციას წუხელ მას შემდეგ ჩაბარდა, რაც სოციალურ მედიაში ის ნომერ პირველ ეჭვმიტანილად იქნა ნაჩვენები.” დაკავებული მამაკაცის და მომხდართან მისი კავშირების შესახებ პროკურატურას დამატებითი ინფორმაცია აქამდე არ გაუვრცელებია.

გუშინ პარიზის ისტორიულ ბულვარში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. დაჯგუფების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი “ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი” ბელგიელი აბუ იუსეფია.

თავდასხმისას ერთი პოლიციელი დაიღუპა და ორი დაშავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG