ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმპიჩმენტის შედეგები პარაგვაიში


პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამო პარაგვაის სახელმწიფოს საერთაშორისო ორგანიზაციებში პრობლემები ექმნება

პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამო პარაგვაის სახელმწიფოს საერთაშორისო ორგანიზაციებში პრობლემები ექმნება. პარასკევს არგენტინაში შეხვედრის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პარაგვაის სამხრეთ ამერიკის სავაჭრო ბლოკიდან გარიცხვის შესახებ.

ორგანიზაციის პრეზიდენტის, ქრისტინა ფერნანდესის განცხადებით, პარაგვაის წინააღმდეგ სანქციები არ განხორციელდება, თუმცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკო ფრანკოს სამიტში მონაწილეობის მიღებაზე უარი ეთქვა.

პარაგვაის დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტ ლუგოს წინააღმდეგ ე.წ. „საპარლამენტო შეთქმულებას“ ჰქონდა ადგილი. 39-ით 4-ის წინააღმდეგ პარაგვაის სენატის გადაწყვეტილების საფუძველზე მას უფლებამოსილება შეუწყდა.
XS
SM
MD
LG