ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფერნანდო ლუგოს ახალი განცხადება


ბრაზილიამ და არგენტინამ პარაგვაიდან საკუთარი დიპლომატები გამოიწვიეს

პარაგვაის ყოფილმა პრეზიდენტმა ფერნანდო ლუგომ განაცხადა, რომ მისი ხელისუფლებიდან განდევნა „საპარლამენტო გადატრიალების“ საშუალებით მოხდა. ლუგომ საკუთარ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და სთხოვა, მონაწილეობა არ მიიღონ ძალადობრივ დაპირისპირებებში.

პარაგვაის ახალი პრეზიდენტმა ფედერიკო ფრანკომ შაბათს განაცხადა, რომ აპირებს მის წინამორბედს, სთხოვოს განცხადება გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა მისი ხელისუფლებიდან გაშვება, სწრაფი პროცედურების განხცორციელებით.
ბრაზილიამ და არგენტინამ პარაგვაიდან საკუთარი დიპლომატები გამოიწვიეს, ხოლო ვენესუელამ, ბოლივიამ, ეკვადორმა და კუბამ კი განაცხადეს, რომ ისინი ქვეყნის ახალ მთავრობას არ აღიარებენ.
XS
SM
MD
LG