ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპილომას ვაქცინამ საუკეთესო შედეგები აჩვენა


დღესდღეობით ამერიკელი მოზარდების უმეტესობას ვაქცინაციის პირველი დოზა გაკეთებული აქვს

ოთხშაბათს ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებულ შტატებში საშვილოსნოს ყელის საწინააღმდეგო ვაქცინამ პაპილომას ვირუსის გავრცელება შეაფერხა. ვირუსი სქესობრივი გზით გადადის და დაავადებულ ქალებში 50 პროცენტს საშვილოსნოს ყელის კიბოს ემართება.

2006 წელს დაწყებულმა ვაქცინაციის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა და ინფიცირებული ადამიანების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.

შეერთებულ შტატებში პაპილომას ვირუსზე 11-12 წლის ბიჭუნებს და გოგონებს ცრიან. დღესდღეობით ამერიკელი მოზარდების უმეტესობას ვაქცინაციის პირველი დოზა გაკეთებული აქვს.
XS
SM
MD
LG