ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში ჯონ კერის შეხვდა


მაია ფანჯიკიძე ჯონ კერის ხვდება, 24 აპრილი, 2013, ბრიუსელი.

ვიზიტის დეტალებზე მაია ფანჯიკიძე ამერიკის ხმას გაესაუბრა

მიმდინარე წლის 23-24 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. აქ იგი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრო.

ვიზიტის ფარგლებში მრავალი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. საგარეო მინისტრი გერმანიის, კანადის, ხორვატიის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების და ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

შედგა შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომაგდენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან.

ვიზიტის დეტალებზე მაია ფანჯიკიძე ამერიკის ხმას გაესაუბრა.

მინისტრმა თქვა, რომ მინისტერიალის ფარგლებში გამართულ აისაფის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნა დაფიქსირებული ის ფაქტი, რომ 2014 წლის შემდგომ საქართველო ავღანეთში რჩება იმ ახალ ფორმატით, რომელსაც ნატო შეიმუშავებს.

მაია ფანჯიკიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო ნატოს ჯარისკაცების უკან გამოყვანის და ტვირთის გამოზიდვისთვის სარკინიგზო ტრასას თავაზობს, რომლითაც ეფექტურად და იაფად განხორციელდება გადაზიდვების ტრანზიტი.

ამ პუნქტზე ასევე ყურადღება გაამახვილა თურქეთის საგარეო საქმეტა მინისტრმა, რადგანაც ბაქო თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი აზერბაიჯანის თურქეთის და საქართველოს ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.

მინისტრის თქმით, გამართულ მინისტერიალზე აღსანიშნავი იყო ის, რომ წელს პირველად მოხდა ოთხს პლუს სამის ფორმატის შემუშავება.
ამ ფორმატში ნატოში გაწევრიანების ოთხი ასპირანტი ქვეყანა შედის, ესენია: ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია და საქართველო ხოლო ნატოს მხრიდან თურქეთი, პოლონეთი და რუმინეთი.

მხარეებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს რომ ეს ფორმატი უნდა გააქტიურდეს და რეგულარული ხასიათი მიიღოს, ასევე იყოს შედეგზე ორიენტირებული.

შეხვედრაზე მიზნად დაისახა რომ 4 ასპირანტ ქვეყანას და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის უნდა ხორციელდებოდეს რეგულარული პროექტები.
მხარეები შეთანხმდენ რომ ზემოთჩამთვლილი ქვეყნების წარმომადგენლები თავდაცვის მინისტრების დონეზეც შეიკრიბებიან.

ფორმატის ფარგლებში საქართველოს მხრიდან შეთავაზებულ იქნა ორი კონკრეტული პროექტი-სემინარი სახალხო დიპლომატიაზე, რომელიც ივნისში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ასპირანტი ქვეყნები და ერთობლივი წვრთნები საჩხერეში.

მაია ფანჯიკიძის თქმით,ოთხს პლუს სამის ფორმატის არსებობა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

ვიზიტის მეორე დღეს მაია ფანჯიკიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა .ორმხრივ შეხვერდრას ახლად დანიშნული ელჩი ამერიკაში აჩიკო გეგეშიძე და საქართველოს ელჩი ნატოში გეგა მგალობლიშვილი ესწრებოდენ.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს შეხვედრა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ჩატარდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ინტეგრაციას ნატოში.

შეხვედრაზე ორმხრივ საკითხებს შეეხენ.ჯონ კერიმ დიდი ინტერესი გამოხატა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით მას ასევე აინტერესებდა რუსეთთან ურთიერთობების დეტალები.

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ამერიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა.ასევე გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ნატში ინტერაციის საკითხზე.

მაია გფანჯიკიძემ ჯონ კერი საქართველოში დაპატიჟა.
XS
SM
MD
LG