ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალმირაში ისტორიული ძეგლების განადგურება გრძელდება


პალმირა

დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიის ქალაქ პალმირაში უძველესი ძეგლი, მეორე საუკუნით დათარიღებული რომაული ამფითეატრი ააფეთქა. ინფორმაციას სირიის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ამფითეატრის ფასადის აფეთქებამდე, დაჯგუფებამ ტეტრაპილონი გაანადგურა, კვადრატული ფორმის ტრიუმფალური თაღი, რომელიც ქვეყანაში ასევე რომაული პერიოდიდან იყო. სირიის საინფორმაციო საშუალებებმა სააგენტო „როიტერს“ ინფორმაციის დამადასტურებელ დოკუმენტებად სატელიტური ფოტოები გაუგზავნა.

XS
SM
MD
LG