ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შესვენება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე


ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად მხარეები მზად არ არიან

შესაძლოა დადგა დრო, როცა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შესვენება უნდა გამოცხადდეს, რათა ორივე მხარე საკუთარ პოზიციებს ჩაუფიქრდეს - აცხადებს პრეზიდენტი ობამა. სეულის პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების ლიდერმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკება ორივე მხარის სამშვიდობო ინტერესებშია, მაგრამ ამ ეტაპზე არცერთი მათგანი არ აჩვენებს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისთვის მზადყოფნას.

პრეზიდენტ ობამას კომენტარს ერთი დღით ადრე წინ უსწრებდა ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის გადაწყვეტილება პალესტინელებთან მოლაპარაკების შეწყვეტის შესახებ. ისრაელმა მოლაპარაკების შეჩერება, პალესტინაში ფათას და ჰამასის გაერთიანების და ერთობლივი მთავრობის შექმნის შესახებ მიღებული შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა.
XS
SM
MD
LG