პაკისტანმა ჩრდილოეთ ვაზირისტანში საჰაერო იერიშები განაახლა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, ოპერაციის შედეგად შეიარაღებული დაჯგუფების 27 წევრი დაიღუპა. ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე უსაფრთხოების ძალების მობილიზება ხდება.
პაკისტანის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დამიზნებული იერიშები ტერორისთა 6 სამალავზე განხორციელდა. დაღუპულთა უმრავლესობა უზბეკეთის ისლამისტური მოძრაობის დევნილთა ჯგუფის წარმომადგენელია, რომელიც თავს ვაზირისტანს აფარებს. პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი დღეს პარლამენტს მიმართავს და განმარტავს, თუ რამ განაპირობა პაკისტანელ თალიბებთან მოლაპარაკების შეწყვეტა და სამხედრო იერიშის განახლება.