ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი დრონების გამოყენებას გმობს


დრონებით განხორციელებულ 2 იერიშს პაკისტანი სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. ამერიკა კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს

პაკისტანის მთავრობა გმობს ფაქტს, რომელსაც ის აღწერს, როგორც შეერთებული შტატების მიერ უპილოტო თვითმფრინავებით -დრონებით- განხორციელებულ ორ იერიშს და მას ქვეყნის სუვერენული უფლებების დარღვევას უწოდებს. ოფიციალური ცნობების მიხედვით, შეტევა ავღანეთის საზღვართან მდებარე ვაზირისტანში ოთხშაბათს მოგვიანებით და ხუთშაბათს დილით მოხდა. არიან დაღუპულები.

შეერთებული შტატები კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, „იერიშები უარყოფით გავლენას ახდენს“ პაკისტანის ხელისუფლების მხრიდან რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარების მცდელობებზე.
XS
SM
MD
LG