ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში არჩევნების შედეგებს ელიან


სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, შარიფმა საკმარისი ხმები დააგროვა იმისთვის, რომ მთავრობა დააკომპლექტოს

პაკისტანის კონსერვატიული პარტიის ლიდერი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ მინისტრი ნავაზ შარიფი შაბათს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებულად დასახელდა. არჩევნებმა დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა და ქვეყნის მასშტაბით თალიბანის მიერ დაშინების კამპანია არჩევნების პარალელურად მიმდინარეობდა.

ჯერჯერობით არჩევნების ოფიციალური შედეგები არ გამოქვეყნებულა, თუმცა სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, შარიფმა საკმარისი ხმები დააგროვა იმისთვის, რომ მთავრობა დააკომპლექტოს. პაკისტანის პარლამენტში 272 მანდატია და მთავრობის შესაქმნელად ამ რაოდენობის მარტივი უმრავლესობაა საჭირო.

ყოფილი კრიკეტის მოთამაშე იმრან ხანმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ წინასაარჩევნო კამპანიაში გამოკვეთილი ლიდერი იყო ხმათა რაოდენობით მეორე ადგილი მოიპოვა.

ოფიციალური გათვლებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 690 პროცენტი გავიდა, რაც არსებული სუსტი უსაფრთხოების ფონზე, მაღალი მაჩვენებელია.
XS
SM
MD
LG