ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო


ყარაჩის აეროპორტში თავდასხმას 28 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის დაიღუპა 10 თავდამსხმელი

ყარაჩის საერთაშორისო აეროპორტში კვირა საღამოს მომხდარი თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა პაკისტანურმა თალიბანმა იკისრა. თავდასხმას 28 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის დაიღუპა 10 თავდამსხმელი.

აეროპორტში განხორციელებული თავდასხმისას, შეიარაღებულმა პირებმა ყარაჩის ჯინას აეროპორტის ძველ ტერმინალში შეაღწიეს, სადაც ოთხი საათის განმავლობაში პოლიციასა და ჯარისკაცებთან იბრძოდნენ. ისინი სატვირთო გვირაბებსა და ვი აი პი რეისების განყოფილებაში გადავიდნენ, მანამ ვიდრე მათი ნაწილის ლიკვიდაცია პოლიციამ განახორციელა. ნაწილმა თავი აიფეთქა.

აეროპორტის ოთხ თანამშრომელთან ერთად, უშიშროების სამსახურის რამდენიმე წარმომადგენელიც დაიღუპა.

დაზარალებულთა შორის არ არიან მგზავრები.
XS
SM
MD
LG