ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში 30 თალიბი მეამბოხე მოკლეს


პაკისტანის სამხედრო თალიბი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

ოფიციალური პაკისტანის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დღეს 30-მდე მეამბოხე მოკლეს.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, პაკისტანის არმიამ საჰაერო იერიში მიიტანა ორაკზაის რეგიონზე, რომელიც უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში მეამბოხეების თავშესაფარს წარმოადგენს.

ორაკზაიში მეამბოხეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მარტში დაიწყო და მას შემდეგ უკვე რამდენიმე ასეული თალიბი მეამბოხეა მოკლელი.

მსხვერპულის რაოდენობის დამოუკიდებლად გადამოწმება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, რადგანაც საბრძოლო ოპერაციები ძირითადად მიუდგომელ ადგილებში ტარდება. დღევანდელი იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც თალიბმა მეამბოხეებმა პარასკვევს ორ მეჩეთში განხორციელებული თავდასხმების შედეგად 93 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს.

XS
SM
MD
LG