ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყარაჩიში გზისპირა ნაღმზე ავტობუსი აფეთქდა


ყარაჩიში გზისპირა ნაღმზე ავტობუსი აფეთქდა

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით ყარაჩიში გზისპირას ჩადებულ ნაღმზე ავტობუსი აფეთქდა, რომელშიც სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცრები ისხდნენ. ამ ტერაქტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა.

ეს უკვე მესამე ამგვარი თავდასხმაა ყარაჩიში, სადაც პაკისტანის სამხედრო ფლოტის მთავარი ბაზა იმყოფება. ამ ქალაქში კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა და 50 დაიჭრა.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს. ისინი კიდევ უფრო მეტი თავდასხმების განხორციელებით იმუქრებიან. ყარაჩი პაკისტანის უდიდესი ქალაქია 16 მილიონიანი მოსახლეობით, სადაც სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებები, ისლამისტები და უშიშროების ძალები ერთმანეთთან დაუნდობელ ბრძოლას აწარმოებენ.

XS
SM
MD
LG