პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით ყარაჩიში იაპონიის საკონსულოს მანქანა დააყაჩაღეს. თავდასხმა ერთ-ერთი ბანკის მახლობლად მოხდა, საიდანაც საკონსულოს პაკისტანელმა თანამშრომლებმა ფული გამოიტანეს.
ამ თავდასხმის შედეგად იაპონიის საკონსულოს ორი პაკისტანელი თანამშრომელი დაიჭრა. ყაჩაღები შემთხვევის ადგილიდან მოტოციკლეტით მიიმალნენ.
პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით დღესვე ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ხუთი მეამბოხე დაიღუპა.
ჩრდილოეთ ვაზირისტანში გამაგრებული პარტიზანების ბაზებს ამერიკელთა ავიაცია რეგულარულად ბომბავს.