ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-პაკისტანის მოლაპარაკებები


პაკისტანის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-თან სატრანზიტო გზის ხელახლა გახსნის თაობაზე. ამ გზის საშუალებით ავღანეთში სამხედროების მომარაგება ხორციელდებოდა. ისლამაბადის განცხადებით, ნატოს კონფერენციისთვის სადაც ავღანეთის მომავალზე იქნება საუბარი, შესაძლოა მოიხსნას შეზღუდვები სატრანზიტო მარშრუტზე.

პაკისტანმა გზა მას შემდეგ გადაკეტა რაც აშშ-მა შემთხვევით დაბომბა ავღანეთის საზღვართან მდებარე საგუშაგო, რომლის დროსაც დაიღუპა 24 პაკისტანელი ჯარისკაცი. ინციდენტი გასულ ნოემბერში მოხდა.

XS
SM
MD
LG