ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში კვლავ მსხვერპლია


პაკისტანის ხელისუფლება „დრონებით“ განხორციელებულ იერიშებს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნევს.

პაკისტანის უსაფრთხოების ოფიციალური განცხადებით, შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავის მორიგ რეიდს, სულ ცოტა რვა მეამბოხის სიცოცხლე შეეწირა.

ქვეყნის ოფიციალური პირების ცნობით, დღეს „დრონმა“ სარაკეტო იერიში ავღანეთის საზღვართან მდებარე ჩრდილოეთ ვაზირისტანის შავალის რეგიონზე მიიტანა. პაკისტანი ამერიკის მხარეს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეწყვიტოს მის ტერიტორიაზე თალიბთა სავარაუდო ადგილსამყოფელის უპილოტო თვითმფრინავებით დაბომბვა.

პაკისტანის ხელისუფლება „დრონებით“ განხორციელებულ იერიშებს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნევს, რაც ხშირ შემთხვევაში მსხვერპლს მშვიდობიან მოქალაქეებშიც იწვევს.

ამერიკის მხარე არაფერს ამბობს უპილოტო თვითმფრინავების რეიდთა შეწყვეტის აუცილებლობაზე.

XS
SM
MD
LG