ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანმა ერთერთი ლიდერის სიკვდილი დაადასტურა


ვალი რეჰმანის ადგილსამყოფელისთვის 5 მილიონი დოლარი იყო დაწესებული

პაკისტანის თალიბანმა ამერიკული დრონით მოძრაობის ნომერ მეორე ლიდერის მკვლელობა დაადასტურა. ამის შესახებ თალიბანის წარმომადგენელმა იჰსან ულაჰმა განაცხადა. მისი თქმით ვალი ურ რეჰმანი იმ ექვსი მეამბოხისგან შემდგარ ჯგუფში იყო, რომელსაც დრონიდან ნასროლი რაკეტა მოხვდა. ოპერაცია ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონში განხორციელდა. თალიბანის წარმომადგენელი ამის შესახებ ტელეფონით ორ ჟურნალისტს ესაუბრა. თავის დროზე, შეერთებული შტატების მთავრობამ რეჰმანის ადგილსამყოფელის დასადგენად ინფორმაციისთვის ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი დააწესა. ანალოგიური ინფორმაციისთვის პაკისტანის მთავრობა 500 ათას დოლარს იხდიდა.
XS
SM
MD
LG