ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ვაქცინაციას კვლავ მსხვერპლი მოჰყვა


თავდასხმა ფეშავარის გარეუბანში მდებარე სოფელ კაგა ვალაში მოხდა, რომლის დროს ერთი ქალი დაიღუპა და ერთი დაიჭრა

პაკისტანის ჩრდილოეთში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს პოლიომელიტის ვაქცინაციის პროგრამაში მომუშავე ქალებს.

თავდასხმა ფეშავარის გარეუბანში მდებარე სოფელ კაგა ვალაში მოხდა, რომლის დროს ერთი ქალი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. თუმცა წარსულში თალიბები პოლიომელიტის ვაქცინაციის კამპანიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, რომელიც მათ შენიღბულ ჯაშუშობად მიაჩნდათ.

გასულ წელს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეაჩერა ეს კამპანია პაკისტანში, მას შემდეგ რაც ტერორისტებმა ამ პროგრამაში მომუშავე 8 ადამიანი მოკლეს.
XS
SM
MD
LG