ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-თალიბანის სამშვიდობო მოლაპარაკებები აბუ-დაბიში დაიწყო


ორშაბათს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პაკისტანის მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. პაკისტანი აცხადებს, რომ ამერიკისა და "თალიბანის" წარმომადგებლებს შორის მოლაპარაკებების გამართვა არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ ავღანეთში ომი დასრულდეს და კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის გზები მოინახოს.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მოჰამედ ფაიზალმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ისლამაბადი საერთაშორისო თანამეგობრობასთან და სხვა მხარეებთან ერთად დაინტერესებულია და ცდილობს, რომ ომისგან დაზარალებულ მის მეზობელ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს. აბუ-დაბიში შეხვედრის დაწყების წინ მან მოკლე განცხადება გაააკეთა და თქვა, რომ პაკისტანი იმედოვნებს, რომ ეს მოლაპარაკებები ავღანეთში სისხლისღვრას დაასრულებს.

ანალიტიკოსები ამ მოლაპარაკებების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ამერიკის წინა რამდენიმე მთავრობამ პაკისტანის მიერ შუამავლის როლის შემოთავაზება რამდენჯერმე უარყო, - ამბობს ანალიტიკოსი ადამ ვაინსტაინი, ვეტერანი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, რომელიც ავღანეთში მსახურობდა. "პაკისტანს თალიბანზე გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით, თუმცა სასიკეთო შედეგის მისაღებად საწირო იქნება მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების ხანგრძლივი თანამშრომლობა, რაც რთული მისაღწევია თუ გავითვალისწინებთ, რომ ავღანეთში სამხედრო ოპეაციები მიმდინარეობს და ამერიკა-პაკისტანის ურთიერთობაც უარესდება", - ამბობს ომის ვეტერანი ანალიტიკოსი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG