ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ყოფილი პრემიერი პატიმრობას ასაჩივრებს


პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი 10 წლიან სასჯელს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. სასამართლოს გადაწყვეტილებას ასევე ასაჩივრებენ მისი ქალიშვილი მარიამი და სიძე მოჰამად საფდარი.

ისლამაბადის სააპელაციო სასამართლოში საჩივარი დღეს შევიდა.

შარიფი და მისი ქალიშვილი პოლიციელებმა პარასკევს ქალაქ ლაჰორში კომერციული თვითმფრინავით ჩაფრენისთანავე დააკავეს.

დაკავებას წინ უძღოდა ანტი-კორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ყოფილ პრემიერს დაუსწრებლად 10 წელი, მის ქალიშვილს კი 7 წელი შეუფარდა. საქმე ეხებოდა ლონდონში ძვირადღირებული უძრავი ქონების შეძენას, ბრალდებულებმა ვერ დაასაბუთეს, თუ როგორ მოახერხეს მათ ამ ქონების შეძენა.

შარიფის სიძეს - საფდარს კი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმისთვის ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG