ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანის ახალი განცხადება:


თალიბანის ახალი განცხადება:
თალიბანის ახალი განცხადება:

მოძრაობა თალიბანის განცხადებით, პაკისტანი არ აკონტროლებს ჰაქანის დაჯგუფებას, რომელსაც ამერიკის ოფიციალური პირები ამერიკულ სამიზნეებზე განხორციელებულ შეტევებში სდებენ ბრალს. თალიბანის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა მოქმედება არის მათი ინიციატივა და მათი აქცია. ასევე ნათქვამია, რომ ჰაქანის ქსელსა და პაკისტანის დაზვერვას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. ასევე თალიბანი აღნიშვნა, რომ ჰაქანის დაჯგუფების დამაარსებლის ჯალალუდინ ჰაქანის დაკავშირება პაკისტანის სპეცსამსახურებთა, ეს არის მცდელობა, რომელიც ამ მნიშვნელოვანი პიროვნებისთვის სახელის გატეხვას ისახავს მიზნად. გასულ კვირას შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა ადმირალმა მალენმა განაცხადა, რომ ჰაქანის დაჯგუფება პაკისტანის დაზვერვის „მარჯვენა ხელს“ წარმოადგენს. პაკისტანი ამ ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG