ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპერაცია პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე


ოპერაცია პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე
ოპერაცია პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე

პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელებული იერიშის შედეგად ოთხი მეამბოხე იქნა მოკლული. ოპერაცია პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე მდებარე ვაზირისტანის რეგიონში ქალაქ მირან შაჰთან ჩატარდა.

დღეს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ოპერაციის შედეგები დაადასტურეს.

ავღანეთში დისლოცირებულ ნატოს ძალებს მსგავსი იერიში უკანასკნელი ორი თვის მანძილზე არ მიუტანია პაკისტანის ტერიტორიაზე. დრონების მიერ საბრძოლო ოპერაციების განხორციელება ნოემბერში მას შემდეგ შეწყდა, რაც ნატოს შვეულმფრენმა შეცდომით დაბომბა პაკისტანის საჯაროსო ფორმირება, რის შედეგადაც 24 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG